პოლიტიკური პარტიის “ტრიბუნა”ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
„ამ სრულიად გაუაზრებელი კორონა ჩაკეტვებებით “ოცნების“ მთავრობა არსებული ეკონომიკური უძლურების დამარცხებას ცდილობს, სინამდვილეში კი, ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებენ!
არადა, მაშინ, როდესაც ხალხი ბუნკერებისთვის გაწირეს, თავად „ოცნების“ პრივილეგირებულთა ფენამ საკუთარი ცხოვრება გადასარევად მოიწყო.
მათთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, პანდემია არც მათ ჯიბეზე აისახება და არც მაცივარზე, ხალხს კი, მოსახლეობის 95%, ვინც სიღატაკეში იხრჩობა, ეუბნებიან, თავში ქვა გიხლიათ, როგორც გინდათ ისე გადარჩითო.
თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში, სადაც არ არსებოს საშუალო, სტაბილური ფენა, სადაც ყველა ღატაკდება და ადამიანებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ, ხელისუფლების შენარჩუნება ძალიან ძნელია და ცვლილებები გარდაუვალი.
მითუმეტეს, რომ ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება და ვალებში იძირება.
საგარეო ვალები ცალკე იზრდება, ადამიანების ვალები ცალკე, რადგან ბანკები საპროცენტო განაკვეთს თავის ჭკუაზე ზრდიან.
შემოსავლები გვიმცირდება, კომუნალურები გვეზრდება, პერსპექტივა – გაუგებარი.
და ხელისუფლება! სადაც არ აქვთ ქვვეყნის ეკონომიკური გადარჩენის გეგმა, სამაგიეროდ აქვთ ძალაუფლება და ყველაზე სწორი გამოსავალი ლოქდაუნი გონიათ და გაუაზრებელი ჩაკეტვები.
ასე კი, მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ და თან მალე…
ამიტომ არის არჩევნები ზუსტად ის მექანიზმი, რაც ბალანსსაც შეცვლის, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ჩართულობაც მოხდება და პასუხისმგებლობასაც გადაანაწილებს.
და არა ის, რაც „ოცნებას“ უნდა – ჰყავდეს 90 მონა და დანარჩენებს ეუბნებოდნენ, შემოდით და ამ მონებს დაექვემდებარეთო.”
კომენტარები