“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს პოსTV-მ დამირეკა. ახალი ჰობი აქვთ – განცხადებებს, რომელიც მათ პროპაგანდას აწყობს, აწებებენ რუსებს და მერე, ვითომ სხვა გამოცემის სახელით გეკითხებიან, ამაზე რას ფიქრობო.
უკრიანაში რუსეთი რასაც აპირებს, მაგაზე რას ფიქრობთო და თან წამიკითეს ვითომ კოსაჩოვის გამონათქვამი, რეალურად კი 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციიდან დამახინჯებული ამონარიდი, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი და რომ გამოიყენა კასეტური ბომბები.
ვუპასუხე, რომ არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა თქო, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი მეთქი. აშკარად არ მოეწონათ.
ველოდები დღეს საღამოს რას გაუშვებენ
მოკლედ, 810088-დან რომ დაგირეკავენ, იცოდეთ, რომ, რაღაც, ვითომ, თავისი ჭკუით, მახეს გიგებენ.
ძალიან სასაცილო პროცესს ვაკვირდები. ქოცებს ისე ძალიან უნდათ, რომ ოპოზიციიდან ვიღაცას ათქმევინონ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რომ ყველაფერს კადრულობენ.
თან ისეთი დებილები არიან (მდინარაძე და ის მეორე ახალი სპიკერი რომ ჰყავთ, პირველ რიგში) ფაქტებიც აღარ აინტერესებთ.
საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბია, თქვე შტერებო, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ, ხო, ცხინვალი დაბომბა. ოღონდ მშვიდონიანი მოსახლეობა არა. მაგას თქვენი პრეზიდენტი იძახის. კიდევ, თქვენი ბიძინა უფროსი. და რუსები.
და კასეტური ბომბები კიდევ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. კერძოდ, მ-85 ბომბები და ისიც სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ოსლოს კონვენციას, რომელიც კრძალავს ასეთი ბომბების გამოყენებას, მაშინ შეერთებული არ ვიყავით. მერე შევუერთდით.
ახლა აქედან თუ რომელიმე პროპაგანდონი დასკვნას გააკეთებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, გააკეთოს. ოღონდ აქედან ეგ არ გამომდინარეობს. არც ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-დან. იქ მეხუთე პარაგრაფს რომ კითხულობთ მარტო, მეოთხეც და მეექვსეც წაიკითხეთ, მერე მთელ რეზოლუციას გადაავლეთ თვალი და თუ მართლა ქვეყნის მტრები არ ხართ, მიხვდებით როგორი მაგარი რეზოლუციაა.
პოსტივის არასოდეს სერიოზულად არ ვპასუხობ. ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში. დღესაც ასე იყო. ამიტომ, იმედი, პოსტივი და სხვა სამთავრობო რუპორები, ნუ შემეხმიანებით. შეგიძლიათ პირდაპირ ამ პოსტის თქვენეული დამახინჯებული ინტერპრეტაციით იხელმძღვანელოთ.
დებილ მდინარაძეს რაღაც დაუწერია, საქართველო არ აღიარებსო ომის დაწყებასო და სერგი აღიარებსო. ნუ, აი, არც კი ვიცი რა ვუპასუხო. უბრალოდ, დებილია და მორჩა.”
კომენტარები