გამოიყენა, თუ არა საქართველომ 2008 წლის ომში კასეტური ბომბები – იუსტიციის სამინისტრო “ევროპული საქართველოს” წევრის ფეისბუქსტატუსს ეხმაურება, სადაც სერგი კაპანაძე წერს, რომ პოსTV ჟურნალისტის კითხვაზე – რომელიც 2008 წლის ომს შეეხებოდა, მან უპასუხა რომ “არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი”
იუსტიციის სამინისტრომ საპასუხოდ გაავრცელა კომენტარი:
“სტრასბურგის სასამართლოს წინაშე რუსეთი ცდილობდა ემტკიცებინა თითქოს საქართველომ დაბომბა ცხინვალი, მათ შორის კასეტური იარაღის გამოყენებით, საქართველოს მთავრობამ რა თქმა უნდა წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც ეს ეჭვები მთლიანად გაქარწყლდა და მართლაც რომ ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც დადასტურდა რომ თუ ვინმე არღვევდა ადამიანის უფლებებს და თუ ვინმე ჩადიოდა დანაშაულს 2008 წლის ომის დროს ეს იყო რუსეთის ფედერაცია, ამ ყოველივეს შემდეგ თუ ვინმე ცდილობს რომ დღეს განაცხადოს, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები ჩამოყარა ეს მხოლოდ რუსული ნარატივის გაგრძელებაა და რა თქმა უნდა მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ,”
კომენტარები