იაგო ხვიჩია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას გამოეხმაურა:
„მე ცოტა დაბნეული ვარ ზოგადად და მინდა რომ შევხვდე ამ კვლევის ჩამტარებელ ხალხს. ვერ გავარკვიე, ჩემი მოქმედი პარტია გაზომეს ახლა ამ არჩევნებზე თუ ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“, ანუ საკუთარ რეიტინგთან დაკავშირებით უბრალოდ არ მაქვს ინფორმაცია. შესაბამისად, როდესაც საკუთარ თავთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და მგონია, რომ რაღაც ტექნიკური შეცდომაა, სხვის რეიტინგებთან დაკავშირებით რომ ვილაპარაკო, არ მომწონს.
მართლა არ მესმის მაგ რეიტინგების ამ ნაწილის, არც ის მესმის, რატომ უყვართ ასე ამ გამოკითხვების მიხედვით გახარია ან ბატონი დავით ბაქრაძე და რატომ სძულთ, მაგალითად, ბატონი ბადრი ჯაფარიძე ასე, რა დააშავა ასეთი განსაკუთრებული ამ ხალხის თვალში? თუ ის ხალხი, მაგალითად, დათო ბაქრაძე, რომელიც გაგვისინჯავს, თუ ასე უყვართ, მერე ხმას რატომ არ აძლევენ ამ სიყვარულის შესაბამისად. ამიტომ, მგონია, რომ რაღაც მანდ არ უნდა იყოს მთლად დალაგებული“
კომენტარები