გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ყოფილმა იდეოლოგმა, ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველო დატოვა და შვეიცარიაში გაემგზავრა, თუმცა, უცნობია, აპირებს თუ არა ის ისევ უკან დაბრუნებას.
“მთავარის” ინფორმაციით, ლაშა ნაცვლიშვილი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია, რის გამოც მას გარკვეული დროით პასპორტიც ჩამოართვეს. “ქართულ ოცნებაში გარდა ფარული ჩანაწერების გავრცელებისა, ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის წევრებზე კომპრომატები აქვს. სწორედ დუმილის სანაცვლოდ მისცეს მას ქვეყნის დატოვების უფლება და ხელშეუხებლობის გარანტია.” – წერს მედია.
რა კომენტარს აკეთებს ამ თემაზე მმართველი გუნდი?
გია ვოლსკი:
“ლაშა უნდა შვეიცარიაში წავა, უნდა ევროპაში, სადაც უნდა – თავისუფალი კაცია. კომპრომატების თემა არის ის, რაც ჩვენ არ გვახასიათებდა, მათ შორის ლაშასაც და არამგონია პოლიტიკური პოზიცია შეეცვალოს ამასთან დაკავშირებით. შემოგდებული თემაა, ლაშას ვითომ კომპრომატები გააჩნია და “ქართულ ოცნებას” ამით აშანტაჟებს“
გიორგი ამილახვარი:
“პარტიაში იყო PR-ის კონსულტანტი, იცით, რომ აღარ არის, შესაბამისად არანაირი კავშირი აღარ აქვს პარტიასთან და “ქართულ ოცნებასთან” ამიტომ, მისი პირადი გადასაწყვეტია შვეციარიაში წავა, ვაშინგტონში თუ ბრიუსელში. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილთან მუქარას, სრული ბოდვაა და ჭორია. ჩანაწერებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი რა კომპილაციაც იყო და როგორც იყო. გამოძიება დაწყებულია და თავის სიტყვას იტყვის”
კომენტარები