“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავებაში მონაწილე სპეცრაზმელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება.
საქმის მასალების თანახმად, სპეცრაზმელმა ზაზა ელანდიშვილმა საკუთარი ნათესავი სასაფლაზე აიყვანა და მოკვლით ემუქრებოდა.
ბრალდებულია სპეცრაზმელის ძმაც, რომლიც საჯარო მოხელეა.
დგინდება, რომ ელანდიშვილები საკუთარ ნათესავს სასმართლოში დაწყებული ქონებრივი დავის გამო დაუპირისპირდნენ.
საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული ტელეკომპანია “თრიალეთის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ლელა ლობჟანიძეს.
მისი თქმით, გარდაცვლილი ქმრის ძმისშვილები მას სიცოცხლის მოსპობით ღიად ემუქრებოდნენ და ამის დამადასტურებელი ვიდეო-მტკიცებულებაც გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ ძმებ ელადიშვილებს ბრალი დღეს, მუქარიდან 9 თვის თავზე, წარუდგინა.
ტელეკომპანია “თრიალეთის” ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ძმებ ელანდიშვილებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მფარველობს.
ზაზა გულიაშვილი სპეცრაზმელია, მისი ძმა კი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი. ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანს არაერთი ბინძური საქმის შესასრულებლად იყენებენ. სწორედ ამან გამოიწვია ბრალის გაჭიანურება. სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდნენ, ამის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულება გაგვაჩნია. საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებებიც. მთელი ამ ხნის მანძილზე ამ ადამიანს სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობა არ შეჩერებია. მიუწვდება იარაღთან ხელი. დღესაც არ ვარ დაზღვეული, რომ მუქარას სისრულეში არ მოიყვანენ- თქვა “ტვ პირველთან” ლობჟანიძემ.
წყარო – ტვ. პირველი
კომენტარები