მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ტარდება.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.
ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული კაცობრიობის ხსნის დასაწყისად მიიჩნევ, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.
კომენტარები