კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რადიო ინტერვიუში ამბობს, რომ სტრასბურგში ცხოვრებისას სამზარეულოსთან მეგობრობდა, თუმცა ახლა კულინარიისთვის დრო ნაკლებად რჩება.
წულუკიანი იმედოვნებს, რომ კულინარიასთან განშორება დროებითია. მისი თქმით, როცა სამზარეულოსთვის დროს გამონახვას ახერხებს, შედეგი საკმაოდ კარგი აქვს.
„როცა სტრასბურგში ვცხოვრობდი, მაშინ უფრო მეცალა დია ჩვენ „კარგი მეგობრები ვიყავით“. ახლა დაშორებულები ვართ, მაგრამ, იმედი მაქვს, დროებით. ეს არ არის ის, რაც არ მომწონს. რომ გითხრათ, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია-მეთქი მოვიტყუები, მაგრამ როცა მაქვს დრო და ჩვენ ვმეგობრობთ, საკმაოდ კარგი შედეგიც იდება“ – ამბობს თეა წულუკიანი “რადიო ფორტუნასთან”.
კომენტარები