„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა:
„უდიდესი მადლობა ჩვენს დასავლელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის, მაგრამ მათ სანქციები უნდა დააწესონ არა ქვეყანაზე, არამედ ბიძინა ივანიშვილის და მისი 50 ოფიციალური მილიონერის საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც წამოპლაკული არიან პარლამენტსა და მთავრობაში. როგორც კი ბიძინა ივანიშვილის ერთ ევროს და დოლარს დააყადაღებენ, „ქართული ოცნება“ მეორე დღესვე დანიშნავს ახალ არჩევნებს და გაგვეყრებიან უპრობლემოდ.
საქართველოს მიმართ საერთო სახელმწიფოებრივი სანქციების დაწესება არ არის სწორი. საქართველოს და ქართველ ხალხს არაფერი დაუშავებია, რადგან მათ ოჯახში შემოიჭრა მძარცველი ყაჩაღი და ისინი მძევლად აიყვანა. ისევ ხალხი და ქვეყანა ხომ არ უნდა დაისაჯოს?!“
კომენტარები