ფოტო – თეა შონის
“აფხაზური ამბები” სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ ადამიანებს ვუწესებთ კარანტინს. ადამიანები რომლებიც სიცოცხლეს წირავენ, იმისთვის,რომ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდნენ.
ესეთ ადამიანებს დემოკრატიულ ქვეყნებში დააფასებდნენ, ხელს შეუწყობდნენ და დაეხმარებოდნენ.
ახლა ჩვენი ხელისუფლება რუსეთს აბრალებს ამ ადამიანების სიკვდილს.
მადლობა! ვიცით რომ რუსეთი კლავს.
თქვენ რა გააკეთეთ?
როდის აწარმოეთ მოლაპარაკება ე.წ საზღვრის გახსნაზე? თქვენი მესიჯი საპირისპირო იყო!კომენდანტი დაგვინიშნეთ და სასიკვდილოდ გაგვწირეთ.
ჩვენ ჯერ მკვლელ რუსეთს უნდა გამოვეპაროთ და მერე თქვენ, კარტოფილის და წნევის წამალის ყიდვის გამო 5 დღე რომ არ გამოგვკეტოთ.
ჩვენ ვიცით რომ აფხაზეთი საქართველოა, ამის შეხსენება თქვენგან არ გვჭირდება, პირიქით იქით უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ტურისტები არ ვართ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეთ. თქვენ ყოველდღე უნდა ითხოვდეთ “საზღვრის”გახსნას.
ჩამოთვლილთაგან რომელს გვიკეთებთ?
სახელმწიფოს ე.წ საზღვრის გახსნა რომ უნდოდეს, კარანტინს არ დააწესებდა.”
კომენტარები