ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფიო ჩიკვილაძე ახალ ბრალდებებს აჟღერებს, უფრო მძიმეს, ამჯერად, ის წერს, რომ მას სთავაზობდნენ ქონების გაყოფას, გვერდზე დგომის სანაცვლოდ, ამჯერად კი – ემუქრებიან:
“ამ თემას არ მინდოდა შევხებოდი.. მაგრამ რადგანაც მუქარის შემცველ ანონიმურ წერილებშიც არის ნახსენები და ეს რამოდნიმე დღეა უკვე უტიფრად პირადშიც მწერენ უნდა დავწერო საჯაროდ. საერთოდ ხომ ხართ საღად ?! რა კოშკის გაყოფა აგიტყდათ ,როდესაც ასეთი რთული სიტუაციაა ?
ვინ გგონივართ ან ბავშვებს რას ეხებით ? მაშინებთ.?!!! არასდროს არ გამომითქვია პრეტენზია კოშკზე რას ნიშნავს ჩემი არცერთი შვილი გამსახურდია არ აღმოჩნდება ??? სისხლს გამოუცვლით, გენეტიკას წაართმევთ ?!! ამიხსენით რას უპირებთ ?….ვერ ხვდებით პირდაპირ და დაუფარავად რას ბოდავთ ? გაფთხილებთ ბავშვებს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს,თორე დედას ვფიცავ თუ ვინმეა რაიმე შევარჩინო!!!!!! მე და ჩემს შვილებს არც ქონება გვჭირდება და არც სტატუსი !!! ალბათ მდაბიო აზროვნების ხალხი ვერ ხვდება ამას თორე საღად მოაზროვნე ასეთ სისულელეს არ მობოდავს!!!!
პ.ს. რადგან ომი გინდათ კი ბატონო! ჩააბარეთ გასაღები ქალბატონ მანანას სასწრაფოდ და დაუყონებლივ !! ეს რა ხალხია გავოგნდი..ჯერ“არ დამვიწყებია შემოთვლილი ჩემს მხარეს დადექი და ქონებას გაგიყოფო !!!! ჩემი უკანასკნელი დღე რომ იყოს და ეს ვიცოდე ეგრედ წიდებული მხარდამჭერის გვერით არ დავდგები !!!!!!კარგად ჩანს ვის აქვს დიდი თვალები ქონებისკენ მიპყრობილი.სირცხვილი!!!!”
კომენტარები