იუსტიციის სახლში დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში „რაცია“ ჩაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
მოქალაქემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. უწყების ცნობით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღვოდა.
შემთხვევა 2020 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ბრალდება დღეს იქნა წაყენებული.
უწყების ცნობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 20-მდე მოწმე, ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ბრალდება სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ წარედგინა.
კომენტარები