პარტიის “ტრიბუნა” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ღარიბაშვილი, პუტინივით, ათწლიან ეკონომიკურ გეგმაზე რომ გვესაუბრება, ეს გეგმა ვინ უნდა დაუწეროს?
ნათია თურნავამ, თუ იმ ეკონომიკურმა გუნდმა, რომელსაც წლებია ვუყურებთ?!რა გამოდის, იცოდნენ რამე და აქამდე გვიმალავდნენ?!
ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროში 250 მდე ადამიანი მუშაობს, ვისაც ქვეყნის ეკონომიკური პროგრამა უნდა დაეწერა. პროგრამა არავის უნახავს, სამაგიეროდ 6 ელიწადში, ხელფასის სახით, 100 მილიონამდე აიღეს!
მოკლედ, ქვეყანაში ჩამოყალიბდა პრივილეგირებულთა კასტა, ადამიანები, ვინც უშრომელად , ჩაკეტვის პირობებში მდიდრდება და დანარჩენი ადამიანები, ვისაც შრომის უფლება კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული, მათ კი ეს უფლება წაართვეს და არც კომპენსაცია დაუნიშნეს.
ჩვენ მთავრობა კი, ათწლეულებზე გველაპარაკება, მაშინ, როდესაც ხვალ რა უნდა გააკეთონ ის არ იციან, ელემენტალური სამოქმედო პროგრამა არ არსებობს!
ამიტომ ვამბობ, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა და უსამართლობასთან დაპირისპირება ეს დაუმორჩილებლობა კი არა, ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნაა!”
კომენტარები