მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი:
“მაშინ როდესაც საქართველოში “მოულოდნელად” იწყება კოვიდის მესამე ტალღა (ჰოი საოცრებავ) ერთი მომენტია მეტად მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრობლემური. შემთხვევების მომატება გამოიწვევს ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობის გაზრდას. ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს სამედიცინო პერსონალის მომატებულ კონტაქტს დაავადებულებთან. ამ პერიოდში აუცილებელია რომ სამედიცინო პერსონალი მაქსიმალურად დაცული იყო რომ არ დაინფიცირდეს და არც სხვა დააინფიციროს. შეიძლება ამის გამო იყო გადაწყვეტილი რომ უპირველესად აცრილიყო სამედიცინო პერსონალი. საქართველოშიც ხომ პირველი 50 000 დოზა სწორედ სამედიცინო პერსონალის ასაცრელად შემოვიდა…სამწუხაროდ ახლა ეს არავის ახსოვს და საქართველო ცდილობს აცრას ყველას ვინ სურვილს გამოთქვამს რომ ვაქცინა არ დაიკარგოს…მესამე ტალღა კი მოვიდა…აცრები კი ძალიან ნელა მიმდინარეობს, მოსაახლეობაში..სამედიცინო პერსონალი კი…
ასე კი აიცრა სამედიცინო პერსონალი ევროპაში”
კომენტარები