მსახიობი ბესო ზანგური, სოციალური ქსელით ციცინო ხარაბაძის დახმარებას ითხოვს!
როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ციცინო სახლს ჰკარგავს იპოთეკის გამო და უკვე თვეებია მიმართავენ მისი მეგობრები და ახლობლები მთავრობას – დაეხმარნონ ადამიანს, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა “ოცნებას”.
ბესო ზანგური:
“დაეხმარეთ ციცინო ხარაბაძეს მთავრობაც და ოცნებაც და იქ ნუ მოფხანეთ გულები მთელს სანაცეთს ჩვენი ფეხებზე დაკიდებით!!! ბოლოსდაბოლოს ერთგულება ვიცით ზღვრამდე.
ტელეფონები აიღეთ ბლატნოი მდივნები რომ გყავთ სისხლისმსმელები ხალხის ნერვებს რომ ჭამენ თქვენი ძებნით და სათითაოდ მოიკითხეთ ადამიანები რომლებმაც მანდ დაგსვეს.
აი, ზუსტად ეხლა ამ სტატუსს რა კომფორტიდანაც კითხულობთ ჩვენს გამო ეგ ჩვენ გავაკეთეთ რომ მანდ ხართ.ვააააახ რა”
შეგახსენებთ, ბესო ზანგურიც დგას ბინის დაკარგვის წინაშე, თუ კერძო იპოთეკარს არ გაისტუმრებს, ან ბანკით არ ჩაანაცვლებს!
კომენტარები