ბრიუსელში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა საქართველოს შესახებ.
1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელშიც განხილულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი. ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი შესარჩევი პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებების შეტანის ინიციატივას მიესალმება, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ცვლილებები კონსულტაციის გარეშე. ვწუხვართ, რომ საქართველომ უკვე შეიტანა ცვლილებები ამ კანონმდებლობაში ნაჩქარევად, ისე, რომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას.
ევროკავშირი დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის მიერ დადასტურებული ახალი წესები თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველა განმცხადებლისთვის.
განმსაზღვრელია, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და სამართლიანი მოსამართლეებით.
მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული, საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის პირობა ასევე გახლავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად! – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
კომენტარები