კორონავირუსი პარლამენტის კიდევ 2 წევრს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი ირაკლი ზარქუასა და ირაკლი მეძმარიაშვილს დაუდასტურდათ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ვირუსი მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოში დღეს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში, წერს:
“მეგობრებო, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, რომ ყველა რეგულაცია დამეცვა ზედმიწევნით, სამწუხაროდ მაინც დამიდასტურდა ეს ვერაგი ინფექცია, არც სიცხე მაქვს, არც სხვა სიმპტომები ამ ეტაპზე თუმცა პსრ- ტესტმა დადებითი აჩვენა დღეს.. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას”
კომენტარები