პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
„ამნისტიის სახით მეორე გზა არსებობს, რაზეც მათ უარი განაცხადეს. როგორც ჩანს, ჯერ მათ ინტერესებში რჩება, რომ ნიკა მელია საპატიმროში იყოს. აქ არის სწორედ უკომპრომისობა. მათი მიზანი ძალიან მარტივია – ვხედავთ, რომ ოპონენტებს სურთ, დაიბრუნონ ის ძალაუფლება, რომელიც როგორც ჩანს, მათ ენატრებათ. ის აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში ჰქონდათ. ისინი ხედავენ, რომ ხალხი უარს ეუბნება ძალაუფლება და მანდატი არჩევნების გზით მისცენ. ცდილობენ, ახლა ხალხს ეს ძალაუფლება და არჩევანი წაგლიჯონ, რომელიც მოსახლეობამ 31 ოქტომბერს გააკეთა. ეს არჩევანი არაერთხელ დადასტურდა. ვხედავთ, რომ ოპოზიციის საპროტესტო მოწოდებებს საზოგადოება არ მიჰყვება. ძალაუფლება რომ ხალხს წაგლიჯო, საჭიროა, ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, არეულობა, გაურკვევლობა, შფოთი და სწორედ ამას ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებაში შეიტანონ, მათ შორის იმით, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე ციხეში იყოს“
კომენტარები