უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი დონბასში ჩავიდა. ის ფრონტის წინა ხაზზეა, სადაც ბოლო პერიოდში სისტემატურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სადაც დაბომბვის შედეგად უკრაინის ჯარისკაცები დაშავდნენ და დაიღუპნენ.
ვლადიმერ ზელენსკი დონბასში ბძოლის წინა ხაზზე სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, პრეზიდნეტთან ერთად რეგიონში უშიშროების საბჭოს წევრებიც იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ რუსი სეპარატისტების მიერ სროლებს ბოლო კვირის განმავლობაში 11 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
კომენტარები