ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“შემოიტანეთ დროზე ბევრი ვაქცინა (ჩინურის გარდა, ჩინური რაც გვაქვს ისიც გვეყოფა), გახსენით ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის და მოგვეცით საშუალება ავიცრათ ვისაც გვინდა.
მინიმუმ 20% ვართ ისეთი, ვინც დღესვე ავიცრებით თუ შესაძლებელი იქნება.
კიდევ ერთი ამდენი მალევე მოგვყვება.
რაღაც დაცვა მაინც გვექნება ვირუსისგან, თორემ კიდევ ერთ ჩაკეტვას ვერც ქვეყანა გადაიტანს და ვერც თქვენ. გაინძერით და ოპოზიცია რა ცუდია იმის ნაცვლად პარტნიორებს იმაზე ელაპარაკეთ, როგორ გვჭირდება სასწრაფოდ ვაქცინა.”
კომენტარები