კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ახალი სტრატეგია შეიმუშავა.
CNN-ის ინფორმაციით, ჩინური ბანკები ფულის კუპიურებს დეზინფექციას ჩაუტარებენ, კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში კი გაანადგურებენ.
ცენტრალური ბანკისგან დავალება ჩინეთის ყველა ბანკმა მიიღო. ბანკები ვალდებული არიან ულტრაიისფერი სინათლით და მაღალი ტემპერატურით დეზინფექცია ჩაუტარონ მათ ხელში არსებულ ფულის კუპიურებს. შემდეგ კი საცავში 14 დღით მოათავსონ.
ჩინეთის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ ჩაბარებული კუპიურების განადგურებას გეგმავენ. ამ მიზნით მათ იანვარში 3 მლრდ იუანი გამოყვეს.
ჩინელი მეცნიერების თქმით, ნაღდი ფული კორონავირუსის გავრცელების დიდ რისკს ქმნის.
კომენტარები