„ხვიჩა კვარაცხელია დროსთან ერთად დაღვინდება და ენერგიას უფრო დაბალანსებულად გამოიყენებს“, – ეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გურამ კაშიამ განაცხადა.
ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „ლოკომოტივის“ გამოცდილი ცენტრალური მცველის აზრით, მისი სახით ნაკრებს დიდი ძალა შეემატა.
„კვარა ახალგაზრდაა და თამაშს რომ იწყებს, 90 წუთს 120 კმ/სთ სიჩქარით ატარებს. რომ გაიზრდება, ენერგიას უფრო დააბალანსებს. თავიდან ძალიან ბევრ ძალას ხარჯავს. სულ ბურთით ყოფნა უნდა და ჩვენც ხელს ვუწყობთ“, – ამბობს გურამ კაშია.
„ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტნის თქმით, ხვიჩა დაცვასაც მუდმივად ეხმარება:
„ბერძნები სულ მარჯვნიდან გვიტევდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ხვიჩა უფრო შემქნელია და მისი დაღლა სურდათ. კვარასაც უკან ჩასვლა ხშირად უწევდა. ის 120 კმ/სთ სიჩქარით თამაშობდა შეტევაში და დაცვაში, ძალიან ბევრს დარბის და ბოლოში ამიტომ იღლება. დიდ ფეხბურთელად რომ ჩამოყალიბდება, ბალანსს იპოვნის“.
წყარო – 1ტვ
კომენტარები