„ხელისუფლებისთვის ჩემი გამოშვება პოლიტიკურად წამგებიანია, საერთოდ არ აწყობთ ამ ადამიანებს ვარსებობდე“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ „ტვ პირველს“ განუცხადა.
ნიკა მელია:
დღეს პროკურატურას მოუწია იმის აღიარება, რომ 2 თვის განმავლობაში საერთაშორისო და ქვეყნის საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა. თითქოს, მე შემეძლო სურვილისამებრ გირაო გადამეხადა და დავტოვებდი საპატიმროს. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოტყუვდა. ევროპარლამენტარებიც შეიყვანეს შეცდომაში. პროკურატურამ დღეს აღიარა, რომ იმისთვის, რომ მე გირაო გადავიხადო, ჯერ პროკურატურა უნდა შევიდეს შუამდგომლობით სასამართლოში, რომ აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეცვალონ. როგორც კი სასამართლო დააკმაყოფილებს შუამდგომლობას, მე იმ წამს შემიძლია საპატიმროს დატოვება და 45 დღე მექნება ვადა გირაოს გადასახდელად, რასაც არ გადავიხდი და მოუწევთ ჩემთან ოფისში სახანძრო კიბეებით მოსვლა. თუ პროკურატურას სურს, რომ მე გირაო გადავიხადო და ამაში ისინი უცხოელებს არწმუნებენ, რატომ არ შეაქვთ შუამდგომლობა სასამართლოში?
ელოდნენ, რომ მე გამტეხდნენ და უსამართლობას თავს დავუხრიდი. ამიტომ, ახლა იძულებულები არიან, რომ საკუთარ ხაფანგს, რომელშიც მოექცნენ, თავი დააღწიონ. ყველა ჟურნალისტს ვთხოვ, ჰკითხონ ხელისუფლებას, იქნებ მე გირაოს გადახდა მინდა, რატომ არ მაძლევენ შესაძლებლობას? მოსამართლეს უფლება არა აქვს, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა ღონისძიების შემსუბუქების შესახებ და მე იმ წამს შემიძლია, დარბაზი დავტოვო. მეცინება, “ოცნებაში” ისეთი პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებებს, რომლებსაც ამომრჩევლებისთვის ხელიც კი არ აქვთ ჩამორთმეული “
კომენტარები