ნაჯა ორაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“თარხნიშვილზე Tekuna Gachechiladze-ის ღვინის ახალი რესტორნის კარებთან, რესტორნის მფლობელს ჩხრეკს შავებში ჩაცმული პოლიცია და პოლიციაში გადაჰყავს იმ მიზეზით, რომ ჯიბეში ღვინის გასახსნელი ედო. პანდემიაში, ქვეყანა თავზე რომ გვენგრევა, პოლიციის რესურსი ამ წარმოუდგენელ აბსურდში იხარჯება.”
როგორც “შსს-ში აცხადებენ, რესტორნის მფლობელი არ დაუკავებიათ და ის ადმიონისტრაციული წესით, დანის გამო დააჯარიმეს. რატომ არ გამოწერეს ჯარიმა ადგილზე და რატომ დასჭირდათ მისი გაყვანა და მანქანაში ჩასმა – ამაზე კომენატარი არ კეთდება.
რესტორნის სამზარეულოში არ შეუხედავთ, როგორც ჩანს, თორემ, დანები იქ იქნებოდა, თუ იქნებოდა…
კომენტარები