ირინე გოგოსაშვილი, ალია
რამდენიმე დღეში ავადსახსენებელი 9 აპრილის ღამე შეგვახსენებს თავს….
ვაი, რომ ჩვენს თავს დატრიალებულმა სისხლიანმა, მძიმე წისქვილის ქვამ ვერაფერი გვასწავლა და უკვე მერამდენედ და ჯიუტად (ან მავანთა განზრახულობით) სწორედ იმ წისქვილზე ვასხამთ წყალს, რომელიც დროთა განმავლობაში ქართველთა სისხლად იქცევა ხოლმე …..
ცრუპატრიოტიზმმა და ,,ჯოს, ჯოს“ ძახილმა არამხოლოდ ტერიტორიულად დაგვჩეხა, საფლავები გაგვიმრავლა და ერის საჯიშე გოგო-ბიჭებით ამოგვივსო ქართული მიწა, არამედ ფსიქიკურადაც აგვშალა და ის რაც დღეს საქართველოში ხდება, ნურვის დავაბრალებთ – თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა!!!
დიახ, ჩვენი დამსახურებაა და ნურვინ შეიცხადებს, რასაა რომ ბედავს სტატიის ავტორიოო?
საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა ისე გახდა დამოუკიდებელი (აზერბაიჯანის გარდა, სადაც სუმგაითში იგივე ცოდვის კალო დატრიალდა) მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ აზერბაიჯანს ეყო გონიერება და შემდგომ წლებში ისე დაალაგა ურთიერთობა ორლესული ნიჩბების ქვეყანასთან, რომ სულ ახლახან დაკარგული ტერიტორიებიც დაიბრუნა და ერთ-ერთ მდიდარ ქვეყანადაც იქცა კავკასიის რეგიონში, რომელსაც ანგარიშს უწევს არამხოლოდ კრემლი, არამედ ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი და მტრად მოკიდებული სომხეთიც კი!!!
ახლა ბევრი შემომედავება – აზერბაიჯანს ნავთობი აქვს და იმიტომო…
ჩვენ ნავთობზე არანაკლები (მეტი თუ არა ) სიმდიდრეები გაგვაჩნია, მაგრამ ჯერ გავაუფასურეთ, დავაკნინეთ და შემდეგ გვარგადაკეთებულ, კრემლის მიერ მოთრეულ და ნაკურთხ ცრუ მესიას ისე გავასხვისებინეთ, რომ საქართველოს ბიუჯეტს კი არა, რუსეთის ბიზნესიმპერიებს ვამდიდრებთ გადასახადებით, რომელნიც ინგლისურენოვან სახელწოდებებს არიან ამოფარებულნი!!!
რომელი შემედავიბით, რომ ასე არ არის?!
ან იმაში ვინ შემედავებით, რომ ყოველჯერზე კრემლის მიერ გადმოგდებულ ანკესს არ ვყლაპავთ და ნაპირზე ამოყრილები არ ვფართხალებთ?!
გურამ შარაძისმაგვარი კაცი დაილია ქვეყანაში, რომ შემოსძახოს – რას სჩადით ქართველებოოო?
ამ ორიოდე დღის წინ გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდანმა, ერთი საყურადღებო ფეისბუქწერილი გამოაქვეყნა, რომელსაც გვერდი ვერ ავუარე და, თქვენც გთავაზობთ:
,,მთელი საქართველოსავით, მეც ლაჩარი გამოვდექი, ან ფეხებზემკიდია, ან ფბ-,,ლომივით,, ველოდები, რომ ვინმე მოვა და მიშველის, თორემ აბა ამდენს რა მათმენინებს? დავიჯერო, ერთი გურამ შარაძე აღარ დარჩა საქართველოში, რომ წამოდგეს და ყველას, შინ და გარეთ, სათანადო პასუხი გასცეს? დავიჯერო, ასეთი დაჩაჩანაკებულები ვართ, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა გვყიდის, დაგვცინის, გვატყუებს, ტერიტორიებს გვისხვისებს, თავზე გვასაქმებს და ჩვენ? რას ვაკეთებთ ჩვენ თავის გადასარჩენად?
მეგონა, მამაჩემის მკვლელობის საქმეს თუ არ ვუღალატებდი, ამით სამშობლოს ვუერთგულებდი. მეგონა-მეთქი, რადგან უკვე აღარაფერი აღარ მგონია… კაცი, რომელიც პირად საუბრებში ამბობს ,,ეს გამსახურდია როდის დამთავრდება სამეგრელოშიო”, კაცი რომელიც ნაცებს ეუბნება ,,დაგამთავრებთო” და მამალი ნაცების გარდა, უახლოეს გარემოცვაში არავინ ჰყავს, დღეს, გამსახურდიას საფლავთან გადაღებული ფოტოთი იწონებს თავს, ხოლო ხალხი სიამოვნებისგან ყმუის. დამიჯერებს ვინმე? არ დამიჯერებს. მე კიდევ მომწყინდა ეს ერთიდაიგივე – ჯერ ხბოს აღტკინებითა და ბღავილით ვინმეს ხელისუფლებაში მოყვანა, მერე გაანალიზება და ჩაქოლვა. ამ ჩაქოლვას ჩვენი სისხლი და ტერიტორიები მიყვება, თორემ ვინ ვის ემლიქვნელება და სამომავლოდ ვინ რა ადგილს ,,იზომავს”, რა ჩემი საქმეა?!“
მკითხველო, ნუ დაეთანხმებით, თქვენი ნებაა, მაგრამ გულში ღრმად რომ ჩაიხედოთ – ტყუის? სხვათაშორის, გურამ შარაძის მეუღლე, სვეტლანა, გახარია გახლდათ გვარად! და, რუსუდანი დარწმუნებული რომ არ იყოს იმაში, რასაც წერს, არავითარ შემთხვევაში არ დასწამებდა ცილს გიორგი გახარიას!
ისეე, მართლა აღარ მოგბეზრდათ მავანთათვის ხალიჩების დაფენა საკუთარი ჯანმრთელობის და გაღატაკების ხარჯზეე?
აღარ მოგბეზრდათ ქართველებისგან დაცლილი საქართველოს ყურება, ბღავილი ,,ჯოს, ჯოს“ და ახალ-ახალი ცრუ ლიდერების ცაში ატყორცნა, რომლებიც ყოველჯერზე გპირდებიან – მე გავაბრწყინებ იბერიასოო?
ზვიად გამსახურდიას ხსოვნის პატივისცემა თუ გაქვს კოლხ კაცს, როდესაც პრემიერ მინისტრი იყავი, ვინ მამაძაღლმა დაგიშალა ზუგდიდში ჩასვლა და ყვავილების დალაგება იმ ადგილას, სადაც ალექსანდრე ჭაჭიამ და ჯუმბერ პატიაშვილმა, საკუთარი ფულით დადგეს გამსახურდიას ძეგლიი? იმავე ჯუმბერ პატიაშვილმა, ცეკას მდივნობისას სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლიდან ფიცრული ოდაც ჩამოატანინა და დაადგმევინა იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ კონსტანტინეს მშობლები ცხოვრობდნენ, ანუ ცარიელ მიწაზე სადაც ნასახლარიც კი არ ჩანდა! ამის შემდეგ ცეკას გადაწყვეტილებით დაარსდა სახალხო დღესასწაული ,,კონსტანტინეობა“, რომელიც ყოველწლიურად იმართებოდა და ბოლო 3 წელი არ ჩატარებულა და არც არავის გახსენებია! მეტიც, სწორედ პატიაშვილის ხელმძღვანელობისას, თბილისში კონსტანტინე გამსახურდიას სახლს, კოლხური კოშკის ეზოს, (ზვიადის გაპრეზიენტებამდე ცოტა ხნით ადრე) კეთილმოწყობითი სამუშაოები ჩაუტარდა საბიუჯეტო თანხით და შენ რომ პრემიერი ბრძანდებოდი, რამდენჯერ ესტუმრე იქაურობას, კონსტანტინეს საფლავს, ან მთაწმინდას სადაც ზვიადია დაკრძალულიი?!
დალოცვილო, პრემიერმინისტრი იყავი და კონსტანტინეობის დღესასწაულის აღნიშვნა, როგორ დაგავიწყდა თუ ნამდვილად პატივს სცემ გამსახურდიების მოდგმას და ღვაწლს?
რა იმდენ საშვილიშვილო სიკეთეს შენ აკეთებდი, ბატონო გახარია, რომ რამდენიმე საათი ვერ გამონახე თბილისიდან გასამგზავრებლად? თუნდაც ოქტომბერში, არჩევნებამდე რომ სტუმრობდი ზუგდიდს, სადაც საკუთარი რჩეულების პარლამენტში შეტენვას ხელმძღვანელობდი, მაშინ რატომ არ გაგახსენდა ან ზვიადი, ანდა საქართველოს პატრიოტი მეგრელები, როცა საარჩევნო შტაბის „ნადზორად“, შენივე დაწინაურებული, სამეგრელოდან თბილისში გადმოყვანილი მამალი ნაცი, ახალაიების კლანის წევრი, სამეგრელო სვანეთის შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯერ შს სამინისტროში გადმოიყვანე და შემდეგ საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსად დანიშნეე?
ჰოო, ჰოო ლევან კაკავაზე მოგახსენებ, იმ კაკავაზე, სამეგრელოს როლანდ ახალაიასთან ერთად ტყავს რომ აძრობდა და რომლის სახელის ხსენებაზე დღეს სამეგრელოში იფურთხებიან!
სხვათაშორის სამეგრელოში თითქმის ყველა ლაპარაკობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან მილიონობით ფული იშოვეთ კონტრაბანდულად შემოტანილი სიგარეტის წყალობით და იმასაც ამბობენ, რომ ბიზნესმოწილეები სწორედ როლანდ ახალაიას ხელისბიჭები ლევან კაკავა და ალექსანდრე მოწერელია გყავს, რომელიც ახალაიას ნათესავიცაა და ზუგდიდის მაჟორიტარიც შენი წყალობით გახდა!
ისიც ყველამ იცის, რომ 31 მარტს,ზუგდიდში, გამსახურდიას ძეგლთან გამომშვიდობების შემდგომ მოწერელიას დეიდაშვილის, „ათინათის“ დირექტორ, გაქანებულ ნაც გია ხასიას ოჯახში რომ ქეიფობდით, გრიბოედოვის ქუჩაზე, ვიდრე არ გაგიბაზრდათ და ისიც ცნობილია, რომ გაქცეულებმა ფოთში რომ გაათენეთ ღამე ალექსანდრე მოწერელიას სახლში!
იქნებ იმაზე გაქვთ გათვლა, რომ სწორედ სამეგრელოდან დაძრავთ კოლონებს და თქვენი მეხოტბე ტელევიზიები, 2003 წლის დარად პირდაპირ ეთერში აუწყებენ საქართველოს მოსახლეობას – „თეთრი გიორგის“ დიდებით ბრუნდება თბილისშიო?
და, რა გაგიკეთებიათ საქართველოსთვის, რომ დიდებით შემობრძანდეთ, თაყვანი გცეთ და ახალ მესიად მოგნათლოთ?!
მართალია, ბევრს „იღწვის“ (დღეს რომ ფიარს ეძახიან ჩვენში) თქვენი მრევლი, მაგრამ შეგახსენებთ, რომ თქვენი საქართველოში დაბრუნება, მოსკოვიდან ჩამობრძანება, გარკვეულ ძალებს უკავშირდება და იმ ძალის შემცვლელადაც განიხილებით, ვინც ჯერ საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჩაგიდოთ ჯიბეში და შემდეგ ვინც ბიზნესომბუდსმენობიდან პრემიერმინისტრობამდე მიგიყვანათ!
იმავე ძალის მეშვეობით და მავანთა ხელშეწყობით კი, ხვალ ზეგ თუ ხელისუფლებაში ვერა, მთავარ ოპოზიურ ძალად გაქცევენ იმ ადამიანების წყალობით, რომელთა ,,ტუფტა“ გადადგომაც თქვენი გადადგომის ზუსტი ასლი იქნება და რომელიც მოქალაქეთა კავშირში აღმოცენებულ „ნაცმოძრაობას“ არამხოლოდ რიცხობრივად, არამედ ვიზუალურადაც დაემსგავსება იმიტომ, რომ დღეს სწორედ მათი ლიდერების ქომაგადაც იქეცით!!!
ახლა ვინ არიან, საიდან მოვიდნენ და რამდენი ავნეს საქართველოს ნაცებმა რუსეთის სასარგებლოდ, ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, მაგრამ ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ თქვენც იქედან დაგაბრუნეს 2012 წლის არჩევნებამდე და შემდეგ იმ ძალებმა იზრუნეს თქვენს კარიერულ აღმასვლაზე, ვინც თქვენსავით რუსეთის ემისრები არიან ქართული გვარ-სახელებით!
მახსენდება დრო, როდესაც საქართველოს მდედრობითი სქესის, ლიბიდოშეყრილი საზოგადოება, გამსახურდიასგან შვილის გაჩენასაც არ იუკადრისებდა მიუხედავად იმისა, რომ სახლში ქმრებიც ჰყავდათ და შვილებიც!
ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ეს არის დაუკმაყოფილებელი, სექსუალური ფანტაზიების მქონე ადამიანების ერთგვარი დაავადება, რომელიც დროთა განმავლობაში, დიდი ალბათობით შიზოფრენიაში გადადისო!!!
ის, რაც გიორგი გახარიას გადადგომის შემდგომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ხდებოდა ამის ნათელი დადასტურებაა და ერთ საათში ლამისაა მთავარი სერვერები გადაიწვა, იმდენი მხარდამჭერთა ჯგუფები შეიქმნა, სადაც ქალების რაოდენობა კატასტროფულად დიდი იყო! მე ვიტყოდი მხარდამჭერების 99% სწორედ ქალბატონები ბრძანდებოდნენ და ბრძანდებიან!
თავშიც ვთქვი და ახლაც ვკითხულობ, რა სარგებელი მოუტანა გიორგი გახარიამ 8 წლის განმავლობაში საქართველოს, როგორც სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მყოფმა ჩინოვნიკმაა?
ის ხომ პატრიოტია, შეუვალი, შემკული ყველა ნიჭითა თუ ფინანსებით?
აბა, მიპასუხეთ, ვინც ყველაზე დიდი მხარდამჭერი ხართ? – რა სარგებელი ქვეყანას?!
მე თუ მკითხავთ, გიორგი გახარიამ საქართველოში მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ სარგებელი მხოლოდ 1 ქალბატონს მოუტანა და, თუ ამ წერილს კითხულობს, თავადაც კარგად მიხვდება, რასაც ვგულისხმობ!!!
სააკას დაწყებული „ნამახვანჰესის“ კაბალური ხელშეკრულება თურქულ კომპანია ,,ენეკასთან“, სწორედ გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე გახარიას ხელმოწერითაც ,,დამშვენდა“ და 99 წლით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მფლობელობაში გადავიდა!
ანუ, 1 საუკუნით გასხვისდა ქართული მიწა-წყალი, გაიგეთ, ბნელებოო?
როდის უნდა მიხვდეს საზოგადოება იმას, რომ ქართული ოცნების წიაღში – ხელოვნურად აღმოაცენეს „მხსნელი გიორგის ხატება“, რომელმაც სამომავლო მარშრუტი ჯერ სამეგრელოდან დაიწყო, შემდეგ ფეხბურთელი ძმები არველაძეების მოცვის პლანტაციას ესტუმრა, ხოლო მალე თბილისსაც შემოურბენს თბილისის მერობის ანდა მთავარი ოპოზიციური ძალის პრეტენზიით? ოღონდაც ,,ახალი სახეებით „ახალი გეგმებით“, ახალი შემართებით და ახალი თვალის ჩაპაჭუნებით?
როდის მოეგებით გონს, როდის?
კომენტარები