გია გაჩეჩილაძე ევროპის მოედანზე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა:
“გადავინაცვლებთ დედაენის ბაღში, სადაც დავიცავთ ჩვენს ენას და ზუსტად იქ დავაფუძნებთ ამათი დასასრულის დასაწყისს. ამათ ძალიან უნდათ, გვიწვევენ რომ რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ დაინახა ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემენტარულად, 1 დღით არ აიღეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო, მაგრამ არაუშავს. ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ. ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და ასე ვიქნებით, ყოველთვის.”
გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეს არის პროტესტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ და ის საქართველოსა და “ქართველი ხალხის მარადისობის დღეს” აფუძნებს, რადგან საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დღე, როდესაც საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს შეძლებს.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ მდუმარე აქციით ისინი აპირებენ პროტესტი გამოხატონ, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მისამართით.
კომენტარები