პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მარტავენ.
ადგილზე მივიდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციით გამოხატავენ პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ და „ქართულ ოცნებას“ სესიების მშვიდად ჩატარების საშუალებას არ მისცემენ, გარედან მიაწვდიან ხმას.
„ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, პარლამენტში შევიჭრათ, ამ აქციით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს. უნდა იცოდეს „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, რომ ნამდვილად არ მივცემთ სამარცხვინო სესიების ასე თავისუფლად ჩატარების საშუალებას, სადაც ისინი იღებენ ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. აუცილებლად გაიგებენ ჩვენს ხმაურსაც, ჩვენს პროტესტსაც აქედან, ყველგან მივაწვდენთ ხმას, სადაც იქნება. აქციები, შემდეგ გაიმართება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, არის მზადება იმ დიდი აქციისთვის, რომელსაც ვგეგმავთ 4 აპრილს. შემდეგ მოვიდნენ და დაგვთვალონ აპრილში, რამდენი ადამიანი გამოვა ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად“ ,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
კომენტარები