იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე, ნამოხვანში პოლიციის მიერ მონიშნული „საზღვრის“ დარღვევისთვის დააკავეს
ინფორმაციას “მთის ამბები” ავრცელებს!
თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ქუთაისი-ალპანას საავტომობილო გზით ბრუნდებოდა, მშენებარე რკინის ხიდთან ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ მას გადაადგილების უფლება არ ჰქონდა.
ლაშა ქუთათელაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი თავდაპირველად ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი თანმხლები პირები გაფრთხილებით გაუშვეს, ქუთათელაძეს კი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან და დააკავეს. პოლიციელების თქმით, ის ნამოხვანში გადაპარვას ცდილობდა. ქუთათელაძე ქუთაისში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მისი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორჯერ დავუკავშირდით იმის დასაზუსტებლად, რატომ და რის საფუძველზე დააკავეს ლაშა ქუთათელაძე. სამინისტროდან ინფორმაცია ჯერ ვერ მივიღეთ – წერს სააგენტო.
კომენტარები