ბათუმში 52 წლის ქალი სავარაუდოდ დისშვილმა დაჭრა. შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში მოხდა. თვითმხილველები ოჯახურ კონფლიქტზე საუბრობენ, რაც ქონების გაყოფას უკავშირდება.
ქალს ზურგიდან მიყენებული აქვს შემავალი ჭრილობა და დაზიანებული აქვს ფილტვი. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში შეყვანისას კონტაქტური იყო და დაადასტურა, რომ კონფლიქტი ოჯახში მოხდა.
„დედაჩემი წლებია მის დას უვლის. იგი მწოლიარე ავადმყოფია. რა მოხდა, დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ დისშვილს ეძებს პოლიცია. სავარაუდოდ, მან დაჭრა“, – განაცხადა დაჭრილი ქალის შვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის კაცი, რომელსაც პოლიცია ეძებს, წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.
კომენტარები