კარიბის ზღვის აღმოსავლეთით, კუნძულ სენტ ვინსენტზე ვულკანი ამოიფრქვა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ვულკანი 1979 წლის შემდეგ პირველად, 2020 წლის დეკემბერში გააქტიურდა. ამ დროის განმავლობაში, ვულკანური ფერფლი შეინიშნებოდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, ამოიფრქვა და მიმდებარე სოფლებში ფერფლიც უფრო აქტიურად გავრცელდა. ამის გამო, 4 500 ადგილობრივის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ამ კუნძულზე ცეცხლმფრქვევ მთად ცნობილი „სუფრიერი“ 1902 წელს ამოიფრქვა. შედეგად, 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები