სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ორი მუშა დაშავდა.
შემთხვევა ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქარხანაში საბურავი გასკდა, რის შედეგადაც თანამშრომლებმა სხეულის დაზიანება მიიღეს.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები