ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 288 396 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 592 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 277 303-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 8 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 3 877 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 823 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 16 878 , PCR ტესტით 7 945.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,85%, ბოლო 14 დღის – 2,26%, ბოლო 7 დღის – 2,5%.
კომენტარები