დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება. ინფორმაციას news.sky ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, პრინციპის დაკრძალვის ცერემონია კოვიდვირუსის გავრცელების გამო ვიწრო წრეში გაიმართება.
დაუნინგ სტრიტის სპიკერის განცხადების თანახმად, პრინცის დაკრძალვას მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება.
„ქვეყნის პრემიერი ცერემონიას არ დაესწრება, რადგან სურს, რომ პრინც ფილიპს სამეფო ოჯახის ყველა წევრი დაემშვიდობოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის პრინცი ფილიპი 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ედინბურგის ჰერცოგის ხსოვნას ბრიტანეთის სამხედრო ბაზებსა და გემებზე ქვემეხების გასროლით მიაგეს პატივი.
კომენტარები