დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 457 ადამიანმა გაიკეთა.
11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 19 684 ადამიანია აცრილი.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 707 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კომენტარები