დონალდ ტრამპის განცხადებით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას “ტრამპცინა” უნდა ერქვას. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკური პარტიის წევრებისა და დონორების შეკრებაზე გამოსვლისას განაცხადა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარ წვლილზე ისაუბრა.
პარტიის მომავალზე სასაუბროდ შეკრებილების წინაშე გამოსვლისას ყოფილმა პრეზიდენტმა პანდემიასთან ბრძოლის მისეულ გეგმაზე ხანგრძლივად ისაუბრა და ასევე შეაქო მისი პრეზიდენტობის დროს გუბერნატორების პოსტებზე მყოფი რესპუბლიკელები, რომლებმაც თავიანთ შტატებში ბიზნესის მუშაობა კორონა პანდემიის გამო არ შეზღუდეს.
ამავე გამოსვლაში დონალდ ტრამპმა საკმაოდ შეურაცხყმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია ენტონი ფაუჩი.
კომენტარები