ირანის ოფიციალური წრეების ინფორმაციით, ირანის ქალაქ ნათანზში, ბირთვულ ობიექტზე მომხდარი ინციდენტი არის ტერორისტული აქტი. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
„ირანი ამ საზარელ აქტს გმობს და ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებას ამახვილებს“ – განაცხადა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ალი აკბარ სალეჰმა.
მისივე თქმით, ინციდენტს მსხვერპლი და გარემოს დაბინძურება არ მოჰყოლია.
ნათანზში სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი მდებარეობს. იქ ურანის გამდიდრება ხდება, რაც ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. 11 აპრილს კომბინატში ელექტროგაყვანილობაში ავარია მოხდა, რაშიც თეირანმა ქვეყანაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებები დაადანაშაულა.
კომენტარები