საქმის მასალები სრულად გადმოგვეცა, თუმცა ამ საქმის მასალებს 3 მოწმის ჩვენება აკლია, – ამის შესახებ გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა განაცხადა.
ბარამაშვილის განმარტებით, ამ 3 ჩვენებიდან, ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო 2 ჩვენების შინაარსზე საუბარს აზრი არ აქვს სანამ მათ შინაარსს არ გაეცნობიან.
“ერთი არის “იმედის” კლინიკის თანამშრომელი, მეორე არის ვაქცინირებული პირი, რომელიც მეგი ბაქრაძესთან ერთად აიცრა და კიდევ ერთი, რომელიც ჩვენ მიერ არა არის იდენტიფიცირებული. ერთი-ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება, აქედანვე გვესმის მისი მნიშვნელობა, დანარჩენ ორზე ვარაუდების გამოთქმას აზრი არ აქვს, სანამ არ გავეცნობით. ამასთან, პირადი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით ვიცი, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის დაწერა უჭირს, თუმცა რატომ, ეს ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა ვახო ბარამაშვილმა.
კომენტარები