საქართველოს მთავრობას, დღეს, საგარეო ვალის დაფარვა უწევს, რომლის ოდენობაც 700 მილიონ ლარს შეადგენს.
ამით ვალად აღებული 500 მილიონი დოლარის ძირი დაიფარება, რასაც დაემატება მიმდინარე წლის პროცენტი 34,5 მილიონი დოლარის ოდენობით.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო მმართველ პარტიას ვალის დაბრუნება 2-ჯერ მეტი თანხით უწევს, რადგან 2011 წელს, ევროობლიგაციების გამოშვების დროს 500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარი იყო, ამჟამად კი მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტია.
newposts.ge
კომენტარები