დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით საქართველოს პარლამენტის ჯამში, 7 დეპუტატია ინფიცირებული.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შემდეგ, კორონავირუსი საპარლამენტო უმრავლესობის სხვა დეპუტატებსაც დაუდასტურდათ.
„კოვიდინფიცირებულები არიან: მამუკა მდინარაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი და მიხეილ დაუშვილი. ყველა მათგანი სახლში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს,“ – განაცხადეს პარლამენტის პრესსამსახურში.
კომენტარები