დავით კოდუას მეუღლეს თვალის არეში დაზიანება აქვს – ნათია გედევანიშვილი „კურიერთან“ აცხადებს, რომ მან სავარძელს თვალი თავად მიარტყა.
ბიზნესმენის მეუღლე სამართალდამცავებისთვის მიცემულ ჩვენებას ცვლის და ამტკიცებს, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დავით კოდუას მეუღლე ასევე ამბობს, რომ მეუღლესთან კონფლიქტის დროს სახლში ორივე შვილი იმყოფებოდა, თუმცა ფაქტს მხოლოდ კატო კოდუა შეესწრო.
„დავფრინავდით სახლში, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია, მაგიდა ავაყირავე“, – აცხადებს ნათია გედევანიშვილი.
ის მედიასთან, იმასაც ამბობს, რომ ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გამოწერას და არ ელოდა, თუ დააკავებდნენ.
ბიზნესმენი გვიან ღამით ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
კომენტარები