შორენა დოლიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ სტატუსით მივმართავ ბათუმში მცხოვრებ დამსაქმებლებს…
დღეს, როგორც ფსიქოლოგს, მომმართა ახალგაზრდა დედამ, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს ორ მცირეწლოვან შვილსა და მეუღლესთან ერთად. არ არის დასაქმებული და შესაბამისად ძალიან სჭირდება სამსახური… მეუღლეც პერიოდულად უმუშევარია… ახლობლებს შეუთავაზებიათ სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა. დამირეკა და მითხრა, რომ ერთი კვირაა ფიქრობს ამ საკითხზე, რომ ჩემს აზრს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ მთელი კვირაა ტირის და ცუდ დღეშია, უჭირს სამი წლის და ერთი წლის ბავშვების დატოვება. კითხვა დამისვა, რა პრობლემები შეექმნებოდა შვილებს მისი წასვლით. ვესაუბრე ასაკობრივ თავისებრებებზე, დედასა და შვილების შორის მიჯაჭვულობაზე და სხვა უამრავ პრობლემაზე… მისმენდა და უხმოდ ტიროდა… ჩემი რეკომენდაციაა არ წავიდეს, აქ მოძებნოს სამსახური, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს… თან იმის თქმა , რომ ყველაფერი კარგად იქნება, ცოტა არ იყოს, უხერხულია… სხვისი თუ პირადი მაგალითები მოვიყვანე, როგორ და რა გამოვიარე, როგორც დედამ…
.. ვთხოვ ყველას, ვისაც როგორ შეგვიძლია, გვერდით დავუდგეთ ამ გოგოს… 500 ლარიანი სამსახური მაინც ვუშოვოთ,რომ სანამ ბავშვები საბავშვო ბაღში იქნებიან, იმუშაოს…
არ მინდა დედა ემიგრაციაში ჰყავდეს ორ არაჩვეულებრივ ბიჭს…
ამ წლებს მათ არავინ აუნაზღაურებს….ვკითხოთ საზღვარგარეთ მყოფებს, მართლაც გმირ და თავგანწირულ ადამიანებს, განსაკუთრებით დედებს, რის ფასად უჯდებათ ეს სიშორე…
ველოდები გამოხმაურებას…”
კომენტარები