სოფელ ნამოხვანში ის ადგილი გადახნეს, საიდანაც პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მიერ გაშლილი კარვები აიღეს.
ვიდეო სოციალურ ქსელში ნუგზარ გოდოლაძემ გაავრცელა, იგი ამბობს:
„ისე არის გადახნული, რომ აქ ვერავინ დადგება. ამოვედით იმისთვის, რომ წაგვეღო, მიგველაგებინა ის, რაც გუშინ კარვებისგან დარჩა და ეს სურათი დაგვხვდა. ასე იმიტომ იქცევიან, რომ აქ ვინმე არ დადგეს და ფეხი არ მოიკიდოს“
კომენტარები