ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებული 5 დღიანი კარანტინის გაუქმებაზე კომენტარს აკეთებს:
“ძალიან არ მომწონს, რომ ოკუპაციის პრობლემის კორონაზე გადატანა ხდება, სუფთა რუსული ნარატივით. აქ რუსულ ოკუპაციაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ და იმაზე, რომ ამ ადამიანებს თავისუფალი გადაადგილება აქვთ საზღვარზე შეფერხებული და არა კორონაზე. მე მგონი, პირველ რიგში, ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს რუსული ოკუპაციის შედეგია.
საქართველოში ნებისმიერი ტერიტორია, რომელიც რისკით უფრო მაღალია ვიდრე დანარჩენი რეგიონები, იგივე კარგად გვახსოვს ჩვენ, რომ მსგავსი რეჟიმი მუშაობდა ქვემო ქართლში, მესტიაში. როდესაც ავადობა გაცილებით მეტია ერთ რეგიონში და უფრო მეტი საშიშროებაა ვიდრე მეორეში, ეს არის ძალიან ნორმალური მოვლენა ქვეყნის შიგნით. ასე რომ, ამას, ძალიან გთხოვთ, ნუ აურევთ ერთმანეთში, რუსულ ოკუპაციას და კორონას გავრცელების გამო რეგიონებში დაწესებულ გარკვეულ გადაადგილების შეზღუდვებს”.
კომენტარები