ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა ისეთი სერვისის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების სახლიდან გაუსვლელად აცრა, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვთ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხდა.
როგორც გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა, იმუნიზაციის საბჭო ამ საკითხზე უკვე მსჯელობს.
„იმუნიზაციის საბჭოზე იყო მსჯელობა, რომ მალე შევთავაზებთ ასეთ სერვისს, ამ ადამიანებს. ჩვენთან ძალიან აქტიურად მუშაობს მოხალისეთა ჯგუფები, წითელი ჯვარი და ასევე სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტების ჩართვაც უნდა მოხდეს. ამ ადამიანებს ადგილზე უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები