ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინი უქმდება – ამის შესახებ უწყებათაშორისნა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. დღეიდანვე, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ ან, თავიანთი კუთვნილი ფულადი დახმარების მიღება სურთ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარანტინის გავლის გარეშე შემოვლენ:
,,საკოორდინაციო საბჭო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, სწორად გამოიყენონ პირბადე და შეასრულონ ყველა ის რეგულაცია, რომელიც არის მიღებული. ქვეყანაში კონკრეტულ ეტაპზე, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, საბჭო მიიღებს თანმიმდევრულ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე რაიმე საიხის დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება თუმცა, გამორიცხული არაფერია, ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალყურს სტატისტიკას” – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრძემ.
წყარო: რეზონანსი
კომენტარები