ადებოი და აჯიბოლა ტაივოები შვილს 17 წელი ელოდებოდნენ. ლოდინმა და უამრავმა მცდელობამ ფუჭად არ ჩაიარა და 17-წლიანი ლოდინის შემდეგ მათ ექვსი ტყუპი შეეძინათ.
როგორც CNN-ი იტყობინება, ბავშვები, გასულ კვირას, საკეისრო კვეთის ვირჯინიის შტატის კლინიკაში გაჩნდნენ
წარმოშობით ნიგერელიელ ადებოი და აჯიბოლა ტაივოებს, ნოემბერში, პირველ ულტრაბგერით კვლევაზე , როდესაც ბავშვების გულისცემა მოასმენინეს უთხრეს, რომ ოთხი ტყუპის მშობლები გახდებოდნე.
მორიგ ვიზიტზე კი შეიტყვეს, რომ ექვს ახალშობილს ელოდებოდნენ.
„აღფრთოვანებული ვიყავი. ცხოვრებაში პირველად, ჩვენ შვილები უნდა გვყოლოდა“ – განაცხადა ადებოიმ.
ექვსი ტყუპის ჩასახვის შემთხვევები ძალიან იშვიათია. სიენენის ცნობით, 2015 წელს აშშ-ში დაახლოებით 4 მილიონი ბავშვი დაიბადა, მათგან 6 ტყუპი მხოლოდ 24 შემთხვევა დაფიქსირდა.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ორსული ქალი ექვსი ტყუპის დედა უნდა გამხდარიყო, მასზე ზრუნვა ექიმთა 40-კაციანმა ჯგუფმა დაიწყო, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ორსულობა ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაივლიდა.
30-კვირიანი ორსულობის შემდეგ კი 6 ტყუპი დედამიწას მოევლოინა.
ისინი 2017 წლის 11 მაისს დაიბადნენ.
ახალშობილების დედა კლინიკიდან ერთ კვირაში გაწერეს, პატარები კი ნაადრევი დაბადების გამო ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.
კომენტარები