კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ქვეყანამ, ინდოეთმა რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ დაამტკიცა, – წერს France 24.
„ინდოეთი გახდა მე -60 ქვეყანა, სადაც, კლინიკური კვლევის მესამე ფაზის დადებითი შედეგების შემდეგ, ვაქცინა „სპუტნიკი“ დაარეგისტრირეს“ – წერია ვაქცინის Twitter-გვერდზე.
მწარმოებლის ინფორმაციით, „სპუტნიკის“ ეფექტიანობა 91.6%-ია.
ამ დრომდე, ინდოეთში ორი ვაქცინა, „ასტრაზენეკა“ და ადგილობრივი, ინდური წარმოების Bharat Biotech-ი გამოიყენება. რუსული ვაქცინის დამტკიცების შესახებ, ოფიციალურ დელის ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.
კომენტარები