პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
2008 წლის თებერვალში საქართველოში მორიგი პარტია დარეგისტრირდა. სამ თვეში, ყველასთვის მოულოდნელად პოლიტიკურმა ძალამ საპარლამენტო კენჭისყრაზე 9%-მდე დააგროვა და საკანონმდებლო ორგანოში ექვსი დეპუტატი შეიყვანა.
თითქმის მთელმა დანარჩენმა ოპოზიციამ გააპროტესტა არჩევნების გაყალბება და ბევრმა უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. მათ ფაქტობრივად არაფერი გაუპროტესტებიათ, პირველსავე ჩასტვენაზე გამოცხადნენ პარლამენტში. როდესაც ქვეყანაში ხალხს აწამებდნენ, კლავდნენ, ატერორებდნენ, ქონებას ართმევდნენ, შიშსა და შიმშილში სულს აძრობდნენ, ისინი პრაქტიკულად ჩუმად იყვნენ ან მემილიონეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით ოპონირებდნენ ხელისუფლებასთან. ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის საყვარელ ოპოზიციას წარმოადგენდნენ, ცდილობდნენ ნამუსი მოეწმინდათ და კომფორტი შეექმნათ ავტორიტარი მმართველისთვის.
ფსევდოოპოზიციონერთა ლიდერი ნაძირალა არაკაცი გიორგი თარგამაძე გახლდათ. თუმცა, ის პარლამენტის ერთადერთი “ქრისტიან-დემოკრატი” არ ყოფილა.
სისხლიან რეჟიმს პარლამენტიდან თავიანთი ყალბი მეტოქეობით ემსახურებოდნენ ნიკა ლალიაშვილი და მაგდა ანიკაშვილი. დღეს ეს ორი მედროვე ტელეკომპანია “იმედს” აფარებს თავს, ქოცებს კითხვები მხოლოდ თარგამაძესთან აქვთ, ლალიაშვილი და მაგდა ანიკაშვილი რეჟიმის შიგნიდან გამომხვრელ რაინდებად ან რეპრესიების შიშით დამორჩილებულ, მსხვერპლად ქცეულ პატიოსან ადამიანებად გამოჰყავთ.
სინამდვილეში ისინი ყველა რეჟიმის დროს კარგად არიან, ყველა რეჟიმს ემაახურებიან, რადგან პრინციპების ნასახი არ გააჩნიათ და ყველაფრით ვაჭრობენ.
ორმაგი სტანდარტები რყვნის, რაზეც ტელეკომპანია “იმედის” პროპაგანდისტული რეპორტაჟები და გადაცემები მიანიშნებენ. რიონის მცველებში რუსეთში გაქცეული კანონიერი ქურდის ნახევარძმა აღმოაჩინეს, ნათია თურნავას უძვრებიან …
გვარამიას შემდეგ ყველაზე ამაზრზენები თქვენ ხართ!
რიონის მცველთა გაშავების ცოდვა გაგსრესთ!”
კომენტარები