სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი:
“ჩვენ გახარიას გუნდის წევრები ვართ”. ეს არ ნიშნავს ახალი პარტიის ჩამოყალიბებას, ეს ნიშნავს ახალი “ჩემი პარტია”-ს გამოჩენას და კიდევ, ზედაპირზე იმის დადებას, რომ ოცნება არის კონგლომერატი და არა პარტია.
არც პოლიციელების ინტელექტის მიმართ მქონია ოდესმე ის დამოკიდებულება, რომ მათგან მეტის – პოლიტიკოსებად გახდომის მოლოდინი მქონდეს. ანუ, მილიციონერებისგან შემდგარი მორიგი “ჩემი პარტია” ვერ იქნება პოლიტიკურ მომავალში ინვესტიცია.
თუმცა, ამ პროცესმა სხვა რამე დაგვანახა. კერძოდ, ოპოზიციას რომ მეორე ტურებში მიეღო მონაწილეობა და პარლამენტშიც შესულიყო, ბევრი რეფორმისტული შეთანხმება იქნებოდა შესაძლებელი, მათ შორის, უმრავლესობის მორყევა და რიგგარეშე არჩევნების მიღწევაც.”
კომენტარები