პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“ცხადია, რომ ხელისუფლება ნამახვანთან დაკავშირებით დაადგა მოვლენების ხისტი სცენარით განვითარების გზას ორსაფეხურიანი სცენარით:
ორგანიზატორების მაქსიმალური დისკრედიტაცია.
დაღლა, რესურსების დაშრობა, აგენტურის მეშვეობით ქსენოფობიური, ულტრა-ნაციონალისტური ლოზუნგების “ჩადება”, კონფლიქტების პროვოცირება, პერსონალური კომპრომეტირება.
როცა ჩათვლიან, რომ საკმარის კონდიციას მიაღწიეს, გადავლენ მეორე ეტაპზე, ანუ საკუთრივ დაშლაზე.
ამ ტიპის დაპირისპირებაში რიონის ხეობის მცველებს გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვთ.
ამიტომ, აუცილებელია ვექტორის იმგვარი ცვლილება, რომელიც ამ გეგმას ჩაშლის და ახალ სივრცეს გახსნის.
რეკომენდაცია, რომლის იდეაც აქვე ერთმა მეგობარმა მომაწოდა.
პირდაპირი დემოკრატიული პროცესი – რეფერენდუმის ინიცირება 200000 ხელმოწერით.
დეტალებზე და ტაქტიკაზე აქ არ დავწერ…”
კომენტარები